23 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
შეთანხმება პუტინსა და აბეს შორის-რუსეთი და იაპონია სადაო კუნძულებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელებას იწყებენ

რუსეთი და იაპონია სადაო კუნძულებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელებას იწყებენ. შეთანხმებები მხარეებმა ვლადივოსტოკში გამართულ შეხვედრაზე გააფორმეს. ვლადიმერ პუტინმა და სინძო აბემ ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონის საკითხები განიხილეს. იაპონიის პრემიერმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხიც წამოწია. პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ დოკუმენტის გასაფორმებლად მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამშვიდობო შეთანხმება იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დაცვის გამო დღემდე გაფორმებული არ არის. მოლაპარაკებების დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა და სინძო აბემ ვლადივოსტოკში ახლადგახსნილი მაზდას ქარხანა დაათვალიერეს. 

დღის ამბები