16 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
"როდესაც ქალბატონი სალომე ჩამოვა ოზურგეთში, აუცილებლად ყველა სხვა საქმეს გადავდებ მას დავხვდები"-არჩილ თალაკვაძე

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება თუმცა როდის მოხდება ეს უცნობია. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ საკითხზე მათ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ, თუმცა მათივე თქმით მმართველი გუნდი სრული რესურსით დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს მხარს. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყოფილ პრემიერთან ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა თუმცა უახლოეს დღეებში ისინი მოუწოდებენ ბიზნესმენებს რომ მოხდეს სალომე ზურაბიშვილის ფონდში თანხის გადარიცხვა.

„ჩვენი და თქვენი ბიზნესი არ არსებობს. ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ერთი. და ვისაც გადაწყვიტავს, რომ ბიზნესსუბიექტი დაუჭერს მხარს, შესწირავს თანხას, ეს გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესსუბიექტების მისაღები. შესაბამისად,  რა თქმა უნდა ეს არის დამოკიდებული კამპანიაზე, რომელსაც ამ კუთხით ქალბატონი სალომე ჩაატარებს. რაც შეეხება ჩვენს მხარდაჭერას, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე სახეზეა, გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ ამის შესახებ. მე პირადად იცით, რომ ჩემს საამაყო ოზურგეთს წარმოვადგენ ამ პარლამენტში. როდესაც ქალბატონი სალომე ჩამოვა ოზურგეთში აუცილებლად ყველა სხვა საქმეს გადავდებ გვერდით  და მას აუცილებლად დავხვდები ამ საჯარო შეხვედრაზე,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ უპირობო მხარდაჭერაზე საუბრობს გედევან ფოფხაძე. ის ამბობს, რომ ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია.

„მახსოვს სალომე ზურაბიშვილი იმ საკნებში, რომელშიც ჩვენ ერთად ვიყავით. მახსოვს ის პერიოდი, რომელიც ერთად გამოვიარეთ. 2006 წელს ჩამოვიდა ქალბატონი სალომე  პირველად ბორჯომში და იქიდან მოყოლებული გვქონდა შეხვედრები და ჩვენ პოლიტიკური თანამოაზრეები, მოკავშირეები და  პარტნიორები ვართ. მე ადამიანურად მასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კომისიაში, სადაც ჩვენ ერთად ვართ და მე მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი პრინციპები,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები