18 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ახლობელს, უჩა მამაცაშვილს, კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

სკანდალურ აუდიოჩანაწერში, სადაც, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი საუბრობენ, ნახსენებია უჩა მამაცაშვილი, რომელიც მონაწილეობდა ომეგა ჯგუფის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მამაცაშვილთან ახლო ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუმალავს, საჯაროდაც თქვა, რომ ენდობა და უყვარს უჩა მამაცაშვილი.

დღეს მძიმე ბრალდებების მისი პასუხების მოსაპოვებლად კურიერი მამაცაშვილთან სახლში მივიდა. მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ მამაცაშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურს.

ყველაზე გახმაურებული სკანდალი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცებაა.

ევროპული საქართველოს წევრი, გივი თარგამაძე, მუხთარლის გატაცების შემდეგ ამტკიცებდა, რომ ამ დანაშაულისკენ სწორედ უჩა მამაცაშვილი იდგა.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ვისაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახელით ბიზნესდავების დალაგება უნდა, ყველა უჩა მამაცაშვილთან მიდის. კომპანიაში წილის ან სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ კი, მამაცაშვილის ამ პრობლემების ერთი ზარით აგვარებს.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა საკუთარ დეიდაშვილს ჩააბარა, საქართველოს რკინიგზა იყო. სწორედ მის სახელს უკავშირებენ სპეციალისტები რკინიგზის რეკორდულ ზარალს, როდესაც 2017 წელი კომპანიამ 345-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

ბოლო რამდენიმე დღეა, უჩა მამაცაშვილის სახელი ამჯერად უკვე მედიის სკანდალშიც გამოჩნდა, თუმცა, ეს არ არის პირველი. ტელეკომპანია იბერიამდე გაცილებით ადრე ივანიშვილის დეიდაშვილის სახელმა მაესტროს ირგვლივ განვითარებულ ხმაურიან პროცესებშიც გაიჟღერა.

2016 წელს, როდესაც მაესტროს დამფუძნებლებს შორის დავა დაიწყო, საქმის მოგვარება ივანიშვილმა მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსა და კახა კალაძეს დაავალა. ისინი ძმებ გაჩეჩილაძეებს უნდა შეხვედროდნენ და მათთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. მაშინ ამ თემაზე რუსთავი2-ის შეკითხვა უჩა მამაცაშვილმა უპასუხოდ დატოვა. 

დღის ამბები