19 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
რეგულაციები იურისტებს - სახაზინო ადვოკატები იურიდიულ სამსახურს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ

სახაზინო ადვოკატები იურიდიულ სამსახურს საქმიანობაში ხელშეშლასა და უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, რეგულაციებით, რომლებიც სამსახურმა იურისტებს დაუდგინა, ირღვევა რამდენიმე ძირითადი კანონი და კონსტიტუცია.

ახალი ნორმებით, ადვოკატების საქმიანობის შეფასება მონიტორინგის სამსახურმა უნდა აწარმოოს.

მონიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქმის მასალებს, მიიღონ ფიგურანტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და შეაფასონ, რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია ადვოკატმა.

სახაზინო ადვოკატებმა ეს ნორმა სასამართლოში გასულ წელს, მისი ამოქმედებისთანავე გაასაჩივრეს და ბათილად ცნობა მოითხოვეს.

საქალაქო სასამართლომ ახალი კრიტერიუმებით მონიტორინგის სამსახურის მუშაობა დავის დასრულებამდე შეაჩერა. დასკვნითი სხდომა პირველ ინსტანციაში ხვალ არის ჩანიშნული.

შეფასების ახალ სისტემას საფრთხის შემცველად თვლიან იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციამ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწოდა. 

სახაზინო ადვოკატების პრეტენზიები გაუგებარია სამსახურის ხელმძღვანელისთვის.

მელიტონ ბენიძის განცხადებით, ყველა საქმეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და შესაბამისად, მაკონტროლებელი სისტემის არსებობაც ლოგიკურია.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები