24 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები - თბილისის ფოტო ფესტივალი იხსნება

რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრებით თბილისის ფოტო ფესტივალი გაიხსნება. 13 სექტემბერს ქართველი და უცხოელი ხელოვანების ფოტო თუ ვიდეო ინსტალაციები იმ მძიმე რეალობას ასახავს, რაც ომის შედეგია.

ცნობილმა ფრანგმა არტისტმა კრისტიან ბარანმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის საქართველოში იმოგზაურა და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ადამიანები გადაიღო.

დოკუმენტური ფილმის მონტაჟი სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა და ახლა მისი ჩვენებისთვის ემზადება. ცნობილი ფრანგი ვიდეო არტისტის კრისტიან ბარანის ნამუშევარი თბილისის ფოტო ფესტივალის მულტიმედიური პროექტის ნაწილია.

ექსპოზიციისთვის ქართველი ხელოვანებიც ემზადებიან. სივრცეში, რომელიც ფესტივალის შემდეგ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი იქნება, გამოფენა პირველად ეწყობა. ზუსტად სამ დღეში იქ 15-მდე ხელოვანი რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა ფორმით წარმოაჩენს.

დღის ამბები