23 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ თავხედებთან - ვაშაძე შვილმოკლული მშობლების აქციაზე მივიდა

შვილმოკლული მამების აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მივიდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ის ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით იქნება.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებენ.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ თავხედებთან. ადამიანებთან, რომელსაც უნდათ, რომ ხელი დააფარონ დამნაშავეებს. მე ბოლომდე ვიქნები შვილმოკლული მამების გვერდით და მინდა, ცალსახად ვთქვა, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც ეს ახალგაზრდები დახოცა, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში და ყველა მათი მფარველი მიეცემა პასუხისგებაში. ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იქცევა, ის ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. არც ისე დიდი დრო დარჩა არჩევნებამდე და აუცილებლად საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ ქართულ  ოცნებას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის, რის შემდეგაც სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

 

დღის ამბები