17 ნოემბერი 2018,   11:44
ვრცლად
"კომისიამ ვერ გასცა პასუხი ზაზა სარალიძის შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები" - არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და მის შედეგებზე ევროპულ საქართველოს აკისრებს.

ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ გადაცემა არჩევნაში გააკეთა.

მისი თქმით, კომისიამ ვერ გასცა პასუხი ზაზა სარალიძის შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები.

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციამ გამოსავალი იპოვა იმაში, რომ ისინი აცხადებენ ირიბად, თითქოს, მათ საქმეში აღმოაჩინეს მ.კ და რაღაც ნივთი, რომელიც, თურმე, მას ხელში ეჭირა. თალაკვაძის თქმით, ამის შესახებ ოპოზიციამ საბოლოო დასკვნაშიც კი არ ჩაწერა.

„კომისიამ ვერ გასცა პასუხი ზაზა სარალიძის შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები. ეს კომისიამ კი არა, გამოძიებამ დაადგინა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ კომისიამ ვერ დაადგინა მართლმსაჯულების წინააღმდეგ სახელმწიფოს ჩარევა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპული საქართველო თვლის, რომ ამ საქმეზე არის სრული ჩავარდნა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე ბევრი გაკეთდა, თუმცა, ჯერ ის დასრულებული არ არის, რადგან არ არის დადგენილი, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

„დიახ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები საგამოძიებო  პროცესში, რომელიც შეიძლება, აისახა მტკიცებულებებზე. მაგრამ ვნახოთ, წინ არის სააპელაციო სასამართლო და როგორ წავა განხილვები. ხარვეზები იყო ჩაუტარებელი ღონისძიებები რიგ შემთხვევაში, ეს იყო დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან თანაგრძნობა გამოცხადა ზაზა სარალიძეს.

„ჩვენთვის ამ წუთას ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის,  რომ სხვა ბავშვები გრძნობდნენ თავს დაცულად,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები