19 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
"მოღალატე, მტერი" - ნიკა მელია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მორიგ განცხადებას აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს საკუთარი მოქალაქეები.

„გამოსავალს ვხედავ არჩევნებში მაქსიმალურ მობილიზაციასა და ხალხის ძალიან მაღალ აქტიურობაში, როგორც საარჩევნო ყუთებთან, ახლა კარს მომდგარი რომ იქნება არჩევნები, სადაც აუცილებლად დამარცხდება რენეგატი, მტერი, მოღალატე. არ მიყვარს ასეთი ფრაზებით საუბარი, მაგრამ რა ვუწოდო ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ tv პირველის ეთერში თქვა, რომ, თურმე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. ნორმალურია? და ამ ადამიანს უნდა მთავარსარდლობა და ამ ადამიანს უნდა, რომ იყოს ჯარისკაცების მთავარსარდალი, იმ ჯარისკაცების, ვისაც მეგობრები, ოჯახის წევრები დაეღუპნენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოებრივობის მოსპობა სურს.

„ამ ადამიანს არ უნდა, რომ არც დროშა ფრიალებდეს საქართველოსი ამ ქვეყანაში, არც ჰიმნი უკრავდეს ქართული, არც გერბი გვქონდეს და არც არაფერი არ გვქონდეს,“ - განაცხადა მელიამ. 

დღის ამბები