19 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
"იბერიას" საქმე - ჟურნალისტები სკანდალური აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენას ითხოვენ

იბერიას ჟურნალისტები სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძების დაწყებას ითხოვენ.

საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი, ფიგურირებენ. ისინი იბერიას დამფუძნებელს, ბიზნესში არსებული პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელევიზიის დათმობას სთხოვენ.  

გადაცემა დიალოგის წამყვანი, ლუბა ელიაშვილი, ამბობს, რომ ამ ჩანაწერების ავთენტურობას ჟურნალისტები ვერ დაადგენენ და ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ.

„ისინი ითხოვენ ამას ჟურნალისტებისგან და ჩვენ საშუალება არ გვაქვს, რომ ავთენტურობა დავადგინოთ,“ - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა

მისი თქმით, ხელისუფლებას აღიზიანებს იბერიას დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მისივე თქმით, მთავრობა დაკავებულია ბიზნესის და მედიის ტერორით.

დღის ამბები