26 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
„მივალთ ყველგან, სადაც იქნებიან დელეგაციები და ამათ მოვჭრით თავს" - "იბერიას" ჟურნალისტების აქცია "რუმსთან"

სასტუმრო "რუმსთან," სადაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტები შეიკრიბნენ.

მათ სურთ შეხვედრა კონფერენციაში მონაწილე უცხოელ სტუმრებთან, ანალიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან, რათა არხის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიეწოდებინათ. 

„მივალთ ყველგან, სადაც იქნებიან დელეგაციები და ამათ მოვჭრით თავს. ყველას გავაგებინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ტელევიზიის დახურვა, უნდა ფული,“- განაცხადა ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ტელევიზიის გარშემო განვითარებულ პროცესებზე საუბარს ჟურნალისტებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც შეხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები