18 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
„ნუ შეურაცხყოფ გმირებს,“ "სალომე ვოვას ფავორიტი" - ქუთაისში სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას საპროტესტო აქციის ფონზე ხვდება

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მესხიშვილის სახელობის თეატრთან, სადაც ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისინი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალურ განცხადებებს  აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია და დაუშვებელია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.

მათ მესხიშვილის თეატრთან ტრანსფარანტებიც მიიტანეს წარწერით: „ნუ შეურაცხყოფ გმირებს!“ "სალომე ვოვას ფავორიტი!"

აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე შესვლა სცადეს, თუმცა ისინი სენობაში არ შეუშვეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები