20 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კანონმდებლებმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - აკაკი ზოიძე

ნარკოპოლიტიკის შესახებ საპატრიარქოში მიმდინარე კონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. დისკუსიის მონაწილეებს შორის დაგეგმილია დებატები. წმინდა სინოდის წევრები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო დაუპირისპირდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მოხსენების დროს მარიხუანის პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ეს საკითხი დარეგულირდება.

„შემდეგი სკითხი არის პოპულარიზაცია და რეკლამა, რაც ესოდენ აღაშფოთებს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, როდესაც ადამიანები ამ ფონზე ცდილობენ, რომ გამოჩნდნენ ყველაზე მეტი კათოლიკეები, ყველაზე ლიბერალები, პრაქტიკულად, რეკლამაში გადაუვიდა ზოგიერთ მათგანს ამ ფონზე თავისი აქტივობები. იქნებოდა ეს სოციალური ქსელი თუ ტელევიზია. ესეც ამ ცვლილებით ძალიან მკაცრად რეგულირდება და არა მხოლოდ რეკლამა, პოპულარიზაციაც, შემოსავლის გარეშე პოპულარიზაციაც იქნება მკაცრად სანქცირებული,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, მათთვის საპატრიარქოს პოზიცია მნიშვნელოვანია, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

„ნარკოტიკული კომპონენტისგან უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი თავისუფალი იქნება, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ წამლების წარმოებისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიყენებთ. თუ ამაში დავარწმუნებთ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ეკლესიას, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ასეთ თემაზე, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ეკლესიის აზრით,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

დღის ამბები