25 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
„თქვენს ციტირებას არ მივიღებ" - ლევან გოგიჩაიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ კითხვას პასუხობს

„თქვენს ციტირებას არ მივიღებ“- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „რუსთავი 2"-ის კითხვას ემიჯნება თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს განცხადებას  აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შეფასებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, სანამ ზურაბიშვილის განცხადებას თავად არ გაეცნობა, მანამდე ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„თქვენი ციტირება არ არის ჩემთვის დამაჯერებელი იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის ცდილობთ ხოლმე, რომ არასწორად წარმოაჩინოთ ნათქვამი. სანამ საკუთარი თვალებით არ წავუკითხავ განცხადებას და არ მოვისმენ, თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ მოგცემთ,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები