19 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში - ბატიაშვილის თქმით, ვითარება, რომელიც უწყებაში დახვდა, არ აკმაყოფილებდა

განათლების მინისტრი უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

განცხადება მიხეილ ბატიაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. განათლების მინისტრის თქმით, ვითარება, რომელიც უწყებაში დახვდა, არ აკმაყოფილებდა და ამიტომ რამდენიმე თანამშრომელს თანამდებობის დატოვება მოუწია.  

თუმცა კონკრეტულად რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი, მიხეილ ბატიაშვილს არ დაუკონკრეტებია.

„აზრთა სხვაობა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება არსებობდეს, ჯანსაღი პროცესია. ვფიქრობ, რომ აზრთა სხვაობა ზოგადად, ადამიანებს შორის ძალიან ჯანსაღი პროცესია. პირიქით, ნებისმიერი აზრთა სხვაობა ადამიანებს შორის, მით უმეტეს სამუშაო პროცესში, მისასალმებელია. ამიტომ, აზრთა სხვაობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტროში ექვსი თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. თანამდებობები დატოვეს მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ. 

დღის ამბები