19 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
ზოგჯერ, პოლიტიკოსებისთვის არაკომფორტულია თავისუფალი მედია, მაგრამ ის არის სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილი - ესტონეთის პრეზიდენტი

მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულებაა - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი, „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.

კერსტი კალიულაიდის განცხადებით, თუკი საქართველომ ევროპული გზა აირჩია, პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ თავისუფალი მედიის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, შესაძლოა, თავისუფალი მედია პოლიტიკოსებს დისკომფორტსაც უქმნიდეს.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, მედიაპლურალიზმის შენარჩუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

"მედიის თავისუფლება ნებისმიერი ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველოში ვუსურვებდი ყველას, რომ განვითარებულიყოს ლიბერალური ღირებულებები. ჩემთვის მედიის თავისუფლებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

ზოგჯერ, პოლიტიკოსებისთვის არაკომფორტულია თავისუფალი მედია, მაგრამ მისი დაკარგვა არავის სურს. ის არის სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილი. უნდა არსებობდეს სივრცე თავისუფალი მედიისთვის,”-ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს.

ამავე თემაზე
დღის ამბები