25 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
ფოთის თეატრის შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

ფოთის თეატრის შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროა მისი სრული რეაბილიტაცია, - ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული.

მიმდინარე წლის იანვარში, როდესაც შენობის ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა, ადმინისტრაციამ მისი დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ უნდა განსაზღვროს, რა სახის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შენობას და რა თანხაა ამისთვის საჭირო.

ჯერ უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება შენობაში აღდგენითი სამუშაოები.

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და ამისთვის 12 მილიონი დაიხარჯა, თუმცა გახსნიდან მალევე შენობა ავარიული გახდა.

დღის ამბები