20 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი შეჩერებულია. გადაწყვეტილება დღევანდელ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სხდომას არხის გენერალური დირექტორი და მაუწყებლის პროფკავშირების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

გადაწყდა, რომ შემუშავდება ახალი შრომითი დოკუმენტი, რომელს საფუძველზეც მოხდება თანამშრომლების დათხოვნა. 

„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, იმიტომ რომ ეს ალბათ იყო პირველი მნიშვნელოვანი, შემიძლია ვთქვა, რომ ხმაურიანი შეხვედრაც სამმხრივი. ეს იყო სამეურვეო საბჭო, ეს იყო მენეჯმენტი და პროფკავშირის წარმომადგენლები. მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან მედიატორის ჩართვა, რაც უკვე სახელმწიფოს ჩართვას გულისხმობს პროცესების დარეგულირებაში. ამ წუთას შეჩერებულია თანამშრომლების დათხოვნის პროცესი, სანამ მედიაცია არ დასრულდება და სანამ არ შევჯერდებით საერთო სისტემაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ შრომის პოლიტიკის დოკუმენტი,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა

დღის ამბები