24 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
"შოკში ვარ...მისი აღწერა როგორ დაიწყო ომი, ჩემთვის ფეიკ ნიუსს ჰგავს"- Financial Times-ის ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და საკუთარი მოქალაქეები დაბომბა Financial Times ჟურნალისტი ეხმაურება. ედვარდ ლუსი ამბობს, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებამ შოკში ჩააგდო. ჟურნალისტის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის ეს განცხადება თავდაპირველად  ფეიკ ნიუსი ეგონა. 

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად შოკირებული ვიყავი იმის გამო რაც თქვა. მისი აღწერა როგორ დაიწყო ომი ჩემთვის ფეიკ ნიუსს ჰგავს, რომელსაც მოისმენდი კრემლიდან წამოსულ ტროლებში. ეს არის ისეთი ტყუილი, რომელსაც სანტ პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ კვლევის სააგენტო შექმნიდა. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა შეიძლება მსგავსი რამ თქვას. ბევრი არ ვიცი მისი და ქართული პოლიტიკის შესახებ. ამიტომ ვერ ვიტყვი რუსეთის გავლენაა თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია ასეთი განცხადების გაკეთება,“-განაცხადა ედვარდ ლუსმა.

Financial Times ჟურნალისტი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. 

დღის ამბები