25 სექტემბერი 2018,   17:59
ვრცლად
ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. კონფერენცია დღეს გაიხსნა და მას 53 ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგატები, ასევე საქართველოს პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებიან.

დაგეგმილია რამდენიმე მემორანდუმის გაფორმება, მათ შორის იქნება დოკუმენტიც, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ევროპის ცალკეულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს ანაკლიის პორტის პროექტსაც გააცნობენ.

„საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ხელსაყრელი გეოგრაფია და უნიკალური მდებარეობა საქართველოს ხელს უწყობს გახდეს რეგიონული ჰაბი მრავალი მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი. ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და თვისობრივად შეცვლის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

დღის ამბები