19 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა" - ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა

„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევებიდან“ - ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ online პეტიცია  გავრცელდა, რომელსაც უკვე 700-მდე ხელმომწერი ჰყავს და რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის დასავლურ კურსს და ღირებულებებს ზიან აყენებს.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

“შევიმუშავეთ პეტიცია, რომლის მთავარი პათოსი და ამოცანა არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის მხარდამჭერებს და აიძულოს ეს ადამიანი, მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ის, რასაც ის აკეთებს და აჟღერებს იმ ნარატივს, რომელიც შემუშავებულია კრემლში ის მესიჯები, რომლებიც დამახასიათებელია რუსული მედიისთვის, არის კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის სულში ჩაფურთხება,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი კალატოზიშვილმა.

დღის ამბები