18 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
ხელისუფლება ემზადება მასშტაბური გაყალბებისთვის - ლევან ბეჟაშვილი ISFED-ის შუალედურ დასკვნას ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას  ეხმაურება, რომელმაც წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და დარღვევები გამოავლინა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში ასახულ დარღვევებზე ოპოზიციაც საუბრობდა, როდესაც საარჩევნო ოლქების და საუბნო კომისიების დაკომპლექტებაში გამოვლენილ ხარვეზებზე ამახვილებდა ყურადღებას.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პრაქტიკულად ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრები დააკომპლექტა "ქართული ოცნების" შტაბმა. საუბნო საარჩევნო კომისიებში ამან უფრო ტოტალური ხასიათი მიიღო და რეალურად საუბარი ნორმალურ საარჩევნო პროცესზე არ არის. კიდევ ვამბობთ, რომ ხელისუფლება ემზადება მასშტაბური გაყალბებისთვის,“ - განაცხადა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება შეაფასა და შუალედური ანგარიში გამოქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში საარჩევნო ადმინისტრაციასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნებამდე 6 კვირით ადრე მთავარ პრობლემებად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება დაასახელა.

ამასთან ერთად ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში მედიის პლურალიზმის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები