18 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინივიატივას საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება

მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირებასთან დაკავშირებით სამთავრობო ინციატივას საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სასამრთლო არ შედის რეგულაციების შესახებ დისკუსიაში.

ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი საჭიროების შემთხვევაში არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი ნორმატიული აქტი, თუ იგი მივა ამ დასკვნამდე. შესაბამისად, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს მისაღები ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით ბოლომდე მივიყვანოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება და დავიცვათ ადამიანის უფლებები,“- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.

დღის ამბები