20 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
კანაფზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა დადასტურებული არ არის - დეპუტატი, მირიან წიკლაური

მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მირიან წიკლაური ეწინააღმდეგება.

დეპუტატის განმარტებით, ექსპორტზე გატანის მიზნით, კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით წარმოება შეუძლებელია, რადგან ის არც ერთ საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციას არ აქვს აღიარებული.

„არცერთი სამედიცინო ორგანიზაციის მიერ, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის მიერ, კანაფზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა დადასტურებული არ არის. კანონპროექტის ავტორებთან ამაზე საუბარი მქონდა. არგუმენტი ბევრი ვერ მოვისმინე. იმისთვის, რომ ამ პრეპარატების წარმოება დაიწყოს, საჭიროა, რომ აღიაროს რომელიმე სამედიცინო ორგანიზაციამ. ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს,“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები