25 სექტემბერი 2018,   18:01
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ​ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მათ ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთო-ს ჩართულობაზე ამ პროცესებში.

პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობის საკითხები განიხილა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი. 

„საინტერესო შეხვედრები მქონდა პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრემიერთან. მოვინახულე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიც. სრულყოფილი წარმოდგენა შემექმნა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. მადლობას ვუხდით საქართველოს ეუთო-ს მისიებში მონაწილეობისთვის. ჩვენ კი გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას,“ - განაცხადა ტომას გრემინგერმა.

მანამდე კი ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ამჯერადაც ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარება იყო.

დღის ამბები