16 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

ქუჩაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძე ქალაქში საცობების კუთხით არსებულ პრობლემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ აგვეცილებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე ის, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი, ამ პროექტების გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები