19 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირები მედიაში პირველად გამოჩდნენ

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირები, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწოდებიდან ერთ დღეში, მედიაში პირველად გამოჩდნენ.

ალექსანდ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა ინტერვიუ კრემლის მიერ დაფინანსებულ ტელეარხს Russia Today-ის მისცეს.

ისინი ადასტურებენ, რომ მარტში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში იმყოფებოდნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ვიზიტის მიზანი არა ყოფილი აგენტის მოწამვლა, არამედ ტურისტების რანგში, ქალაქის ისტორიული ეკლესიის მონახულება იყო.

ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მოსკოვი სიცრუეში დაადანაშაულა.

ლონდონში კვლავ დარწმუნებული არიან, რომ პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები არიან.

დღის ამბები