15 ნოემბერი 2018,   07:05
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, დარღვევები და გამოწვევები - არასამთავრობო სექტორი საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდება 

წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, დარღვევები და გამოწვევები - ამ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებისგან მოისმენენ ინფორმაციას.

შეხვედრას ის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას მონიტორინგს უწევენ.

სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანიის ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები