გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფელ დვანში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
მოსახლეობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, ზურაბიშვილის პოზიცია საქართველოს გაერთიანების საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს.
დვანის მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე, გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და ოკუპანტების მხრიდან ადამიანების დაკავებაზე საუბრობს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოკუპაციით მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდება.
„რითი არის ხელისუფლება დაკავებული, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ე.წ. პოლიტიკური პარტიის სახე, რომლებიც რეკეტიორებად არიან გადაქცეულები, სპორტის ყოფილი მინისტრი და აწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბიზნესმენს სძალავს 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ საქმეები მოუგვაროს, ვითომ, ანდა კიდევ სთხოვს ტელევიზიას იმისთვის, რომ ეს საქმე დაუხურონ. მეორე მხრივ, ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ყველაფრის ჩანაცვლებას აპირებს კანაფით იმისთვის, რომ კანაფით ახალი ბიზნესი წამოიწყოს, ახალი მონოპოლია შექმნას,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.