პოლ მანაფორტი ბრალის აღიარებას გეგმავს. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდებისა და საბანკო დანაშაულში დამნაშავედ ცნო, სპეცპროკურორ რობერტ მალერთან შეთანხმებას მიაღწია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, მანაფორტს სასჯელის ზომა შეუმცირდება. ხოლო პროკურორი რობერტ მალერი მეორე სასამართლო პროცესის ჩატარებაზე უარს იტყვის, რომელზეც სხვა ბრალდებები უნდა განიხილონ, უცხო აგენტად დარეგისტრირების გარეშე ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის ლობირების ჩათვლით.