ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე რიანას დებიუტი შედგა. პოპ-ვარსკვლავმა მოდის კრიტიკოსებს მისი დიზაინით შექმნილი შემოდგომა-ზამთრის 2018 წლის კოლექცია წარუდგინა.
„ჰიპნოზური სამყარო“ ასე ეწოდება ქალის თეთრეულის კოლექციას, რომელიც ჭარბწონიან ხალხზეც არის გათვლილი.
რიანამ პოდიუმზე ჯუნგლებისა და ბოტანიკური ბაღის სინთეზის იმიტაცია შექმნა და თეატრალიზებული დეფილე მოაწყო.
კოლექცია დეფილეს დასრულებისთანავე სერიულ გაყიდვაში გამოვიდა. მისი შეძენა მსურველებს რიანას ონლაინ-მაღაზიაში შეუძლიათ.