16 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
"კურიერის" მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ლევან ყიფიანი გადადგა 

ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ინფორმაციას ლევან ყიფიანი ავრცელებს და წერს:

"მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს" წერს ყიფიანი.

იბერიას საქმეზე მორიგი აუდიოჩანაწერი „კურიერმა“ მოიპოვა. სატელეფონო ჩანაწერში ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელს, ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება და პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის 3 მილიონის გადახდას სთავაზობს.

ჩანაწერში ანზორ ჩუბინიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

დღის ამბები