25 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
მუხიანი ორის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მუხიანი ორის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე კანალიზაციის და წყალგაყვანილობის ახალი სიტემა კეთდება, დაიგება გზის ახალი საფარიც. დღეს სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

„არ არსებობს კანალიზაცია, წყლის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში არის პრობლემური და ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია GWP-თან და დაიწყება სამუშაოები და ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი იქნება მოწესრიგებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები