18 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ნიდერლანდებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი აგენტი დააკავეს

ნიდერლანდებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი აგენტი დააკავეს. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, რუსები ქალაქ შპიცში მდებარე ქიმიური ლაბორატორიიდან მონაცემების მოპარვას ცდილობდნენ.

მონაცემები ორ საქმეს უკავშირდებოდა. ერთი სკრიპალების მოწამვლას, მეორე კი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, რომელშიც ასევე რუსეთს ადანაშაულებენ.

აგენტები ჰააგაში რამდენიმე თვის წინ აიყვანეს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არ გაუსამართლებიათ და მოგვიანებით ორივე გაათავისუფლეს. ოპერაციაში ნიდერლანდების გარდა, შვეიცარიის და ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.

 

დღის ამბები