23 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
რუსეთში შეიარაღებული ძალების მასშტაბური წვრთნების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

რუსეთში შეიარაღებული ძალების მასშტაბური წვრთნების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ციმბირის რეგიონში საჰაერო ძალებია მობილიზებული. სამხედროები ავიაციის გამოყენებით დესანტის გადასხმაში და სტრატეგიული სიმაღლეების აღებაში ვარჯიშობენ.

ბერინგის ზღვაში კი საზღვაო ძალების სწავლება მიმდინარეობს. მანევრებში საბრძოლო გემები და სარაკეტო სისტემებით აღჭურვილი ხომალდები მონაწილებს.

საზღვაო სწავლებაში ჩინეთის არმიაცაა ჩართული. "ვასტოკ 2018-ის“ პროგრამაში რუსული არმიის ყველა ქვედანაყოფი მონაწილეობს, მათ შორის 300 ათასი სამხედრო და 36 ათასი ერთეული ტექნიკა.

სწავლება 11 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები