20 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
კანონპროექტი კანაფის კონტროლის შესახებ - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი რეგულაციების საჭიროებაზე საუბრობს 

კანაფის კონტროლის შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ კონკრეტული პირების ინტერესებს ატარებს და ლიცენზიას მხოლოდ კონკრეტული ადამიანებს მისცემენ, რომლებიც ამისგან სოლიდურ თანხას მიიღებენ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ეს არის აბსოლუტურად არასწორი გზა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. საერთოდ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც მარიხუანის კულტივაციის მხრივ რისკებს ვერ ხედავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შესაბამისი უწყებები ამ პროცესებს გააკონტროლებენ.

რაც შეეხება კანონმდებლობის გამკაცრებას, რომლის მიხედვითაც 21 წლამდე მარიხუანის მოხმარება იკრძალება, კანონმდებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები საჭირო იყო.

კანაფის კონტროლის შესახებ კანონი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ლიცენზირებული იქნება არა მხოლოდ კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივაცია, არამედ მისი გადამუშავება და სხვადასხვა პროდუქტის შემქნა, მათ შორის, სამედიცინო მიზნით. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ასეთი პროდუქცია საქართველოში არც საბითუმოდ და არც საცალოდ არ გაიყიდება და ის მხოლოდ ექსპორტზე გავა.

დღის ამბები