18 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს

დაპირისპირება გორის საკრებულოს თავჯდომარესა და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შორის. დავით რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს.

გორის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს პოლიტიკურად მართული უწოდა, რასაც სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

გორის ცენტრში შეკრებილები არიან გარდაცვლილი მოზარდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები. პროტესტს შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ. 

აქციის მონაწილეებმა მანამდე გორის ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

დღის ამბები