25 სექტემბერი 2018,   17:59
ვრცლად
„ნუ ყიდი საქართველოს... 30 ვერცხლი ღალატისთვის“ - მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს 30 თეთრს ურიცხავენ

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს. მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატს, შემოწირულობის სახით, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავენ.

სამოქალაქო აქტივისტები 30 თეთრში 30 ვერცხლს მოიაზრებენ და მიუთითებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადებებით საქართველოს აზიანებს. მათი აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციები მოღალატეობრივია.

სამოქალაქო აქტივისტები თანხის ჩარიცხვისას დანიშნულებად უთითებენ: „ნუ ყიდი საქართველოს", "30 ვერცხლი ღალატისთვის“. 

სალომე ზურაბიშვილს 30 თეთრი უკვე შესწირა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები