20 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
გამოძიება არა თაღლითობის, არამედ ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით უნდა დაწყებულიყო - "ომეგა ჯგუფის" ადვოკატი

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე - „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს მთავარი პროკურატურის ნაცვლად თბილისის პროკურატურა იძიებს, კითხვის ნიშნები აქვს „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატს.

გიორგი ფანცულაიას თქმით, გამოძიება არა თაღლითობის, არამედ ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით უნდა დაწყებულიყო.

„გამოძიება დაწყებული არის თაღლითობის მუხლით, მე მიმაჩნია, რომ როგორც სამართალმცოდნეს, იურისტს და ადვოკატს, არასწორად ხდება ამ საქმის ამ მუხლით გამოძიება. აქვე დავძენ, რომ მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ ეს შესაძლოა ხელოვნურადაც კი ხორციელდებოდეს, ვინაიდან და რადგანაც თაღლითობის შემთხვევაში თუ ამ მუხლით გაგრძელდება გამოძიება ნაკლებად სავარაუდოა, გამოიკვეთოს ის ფიგურანტები და ის პიროვნებები, რომლის, ასე ვთქვათ, გავლენითაც მოდიოდა და ე.წ. მოლაპარაკებას აწარმოებდა ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, თაღლითობის შემთხვევაში ეს სქემის ამ რეალური გამოძიებას ხელი შეეშლება ამ მიმართულებით და მოხდება მთავარი ფიგურანტების კვლავ ჩრდილში დარჩენა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთავრობა „ომეგა ჯგუფს“ ფინანსურ პრობლემებს ტელევიზიის დათმობის მიზნით უქმნის.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები