19 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს - რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს. გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება შინაარსობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასია.

მიტროპოლიტ ილარიონის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქო ასევე წყვეტს საეპისკოპოსო ასამბლეებსა და საღვთისმეტყველო დიალოგებში მონაწილეობას, რომლებშიც თავმჯდომარედ და თანათავმჯდომარეებად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან.

"თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ტერიტორიაზე ანტიკანონიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს, მოსკოვის საპატრიარქო იძულებული გახდება ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს," - აცხადებენ რუსეთის საპატრიარქოში.
 

დღის ამბები