18 ნოემბერი 2018,   19:21
ვრცლად
„ღია სივრცე“ თანამედროვე ხელოვნებისთვის - 16 სექტემბერს ახალი სახელოვნებო კომპანია იხსნება 

„ღია სივრცე“ - ამ სახელწოდებით თანამედროვე ხელოვნებისთვის 16 სექტემბერს სახელოვნებო კომპანია იხსნება. ექსპერიმენტული ინსტალაცია, თეატრალური პერფორმანსი და ავანგარდული მუსიკა თვითგამოხატვის ის ფორმებია, რომლებსაც 16 სექტემბრიდან მაყურებელს და მსმენელს ახალი სახელოვნებო კომპანია და თანამედროვე არტისტები შესთავაზებენ. ყოფილი მიკროძრავების ქარხანა რამდენიმე დღით ხელოვნების ცენტრად გადაიქცევა. „ღია სივრცე“ ღიაა ყველა მიმართულების ხელოვანისთვის, რომელიც ექსპერიმენტისთვის მზად არის. 

იდეებით სავსე და ჯიბეცარიელმა არტისტებმა დახმარება facebook-ით ითხოვეს. თხოვნას უამრავი მოხალისე, არცერთი სახელმწიფო მოხელე და ერთი-ორი კერძო კომპანია გამოეხმაურა.

1 წლიანი ნგრევა-შენების შემდეგ, თავისუფალი სივრცის დასის წევრები სამუშაო ტანსაცმელს იხდიან და ექსპერიმენტული სახელოვნებო ცენტრის გახსნისთვის ემზადებიან. 

დღის ამბები