კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი 2.6128 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.0578 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6128 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.0578 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0470 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.