25 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
„ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს" - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი რუსთავის მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას ეხება.

„ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს, მათ ოჯახებს, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულები უცხოეთიდან გამოგზავნილ შემოსავალზე. ასეთი კონკრეტული დახმარება ქართველებისთვის შეიძლება იყოს უცხოური შრომითი ბაზრის გახსნა, რაც ნიშნავს ლეგალურს სტატუსს, გაზრდილ ხელფასს და მეტ შემოსავალს აქაური ოჯახებისთვის, რაც ნიშნავს დაცვას დეპორტისგან, უსაფრთხოებას და სამედიცინო დაზღვევას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები