15 ნოემბერი 2018,   07:09
ვრცლად
გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, 2008 წლის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო.

„გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომელიც არის აღიარებული, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა. ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არა, საქართველოს პრეზიდენტის, ეს არის საქართველოს ადვოკატირება, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მუდმივად, მსოფლიოს დღის წესრიგში იდგეს ოკუპაციის თემა და რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა. შესაბამისად, ვინც არ უნდა დაიკავოს ეს პოზიცია, მისი უმთავრესი პოზიცია იქნება სწორედ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, როგორც ოკუპირებული ქვეყნის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები