19 სექტემბერი 2018,   02:23
ვრცლად
რუსული ინტერესების გატარება და კრემლის რიტორიკის დანერგვა - ნინო კალანდაძე ზურაბიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს

საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, აკრიტიკებს.

ნინო კალანდაძის თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც კალანდაძის განცხადებით, კრემლის რიტორიკის დანერგვას ემსახურება.

„ეს განცხადებაც არის ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დღიდან თავისი კანდიდატობისა, რეალურად ჩვენ თავისი განცხადებებით გვამცნობს და ემსახურება ერთადერთ მიზანს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინებას, რუსული ინტერესების გატარებას და კრემლის რიტორიკის დანერგვას საქართველოში,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საქართველოს დიპლომატთა კლუბმა გაავრცელა ასევე განცხადება, სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეფასებები გააკრიტიკა.

დიპლომატები ზურაბიშვილის განმარტებას "მავნებლურს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - ქართულ ჯარს და ქართულ დიპლომატიას, დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები