24 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11- მდე გაიზარდა

შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11- მდე გაიზარდა. ქარიშხალმა ფლორენსმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატს გადაუარა.

კამბერლენდის ოლქში ქარიშხალმა სახლები დაანგრია, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

სტიქიის გამო, 30 ათასამდე ადამიანი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი. მეტეოროლოგების განცხადებით, ფლორენსმა ძალა დაკარგა, ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 75 კილომეტრია, თუმცა დატბორვის საფრთხე ისევ მაღალია. რეკორდული ნალექის გამო დაზარალებულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობაა მოსალოდნელი

დღის ამბები