23 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
"ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ," - სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ საგამოძიებო უწყება ცოტა დატოვა

სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სამართალდამცველების კითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან შონიამ არც უარყო და არც დაუდასტურა, ეხებოდა თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება  სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც "კურიერმა" გაასაჯაროვა და ზუგდიდის მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღებას ეხება. 

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცველებს ქონდათ.

"ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ," - აღნიშნა ლევან შონიამ.   

ლევან შონიას დაბარება საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ, ფარულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდება. სწორედ აუდიოფაილების გასაჯაროების შემდეგ დატოვა თანამდებობა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ. ჩანაწერიდან ნათელი ხდება, რომ გოგიამ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, ზურაბ კვირკვიასგან საქმის გასაკეთებლად ქრთამი აიღო, თუმცა საქმე საბოლოოდ არ გაკეთდა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული სამეგრელოს გუბერნატორთან და ქალაქის ვიცე-მერთანაც მიდიოდა.

ჩანაწერების თანახმად, თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები