20 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
კანაფის კულტივაცია-რეალიზება - სასულიერო პირების პროტესტი და ხელისუფლების შერბილებული ტონი

საპროტესტო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან საკრებულოს მიმართულებით -სასულიერო პირების  გაღიზიანება კანაფის კულტივაცია-რეალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას მოჰყვა.  

ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება არც მათ აზრს ითვალისწინებს და არც საზოგადოებას უსმენს და სახიფათო კანონის მიღებას მხოლოდ დიდი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს.

კანონპროექტს, რომელსაც სასულიერო პირების მწვავე პროტესტი მოჰყვა, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქიც გამოეხმაურა. კათოლიკოსმა ხელისუფლებას მოსთხოვა, კონკრეტულ  შედეგებზე პასუხი აიღოს, მათ შორის მასზეც, თუ პროცესი კერძო ბიზნესის ხელში მოხვდება და სახელმწიფო მარიხუანას მიმოქცევის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს. პატრიარქმა დღეს აღნიშნა ისიც, რომ ეკონომიკური წინსვლა ახლაგზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნა მოხდეს.

პარალელურად, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი დროებით კანონპროექტის განხილვას შეაჩერებს, თუმცა ეს იმ დრომდე მოხდება, სანამ საჯარო განხილვები არ დასრულება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები