შეერთებულ შტატებში ქარიშხალ "ფლორენსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორის განცხადებით, წყლის დონე ზოგიერთ რაიონში ამ დრომდე იმატებს, შესაბამისად იზრდება საფრთხე მოსახლეობისთვისაც.
წყალდიდობის შედეგად სანაპირო ქალაქი უილმინგტონი გარესამყაროს მთლიანად მოწყდა. ქალაქში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა გზა წყლითაა დაფარული, რის გამოც უილმინგტონს მედიაში უკვე კუნძულს უწოდებენ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, სტიქიის ზონაში ვითარება ორი დღის შემდეგ გაუმჯობესდება.