19 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
პოსტიდან გადადგომის შემდეგ კვირიკაშვილი კამერებთან გამოჩნდა

"პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ კითხვებს არ ვპასუხობ," - ასეთი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის პასუხი შეკითხვაზე, ხომ არ დაიბარეს ის დაკითხვაზე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

საუბარია გამოძიებაზე, რომელის ფარგლებშიც გამოკითხვაზე უკვე იყო დაბარებული ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან წავიდა და მსგავს კითხვებს აღარ უპასუხებს.

მისივე განცხადებით, ის საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე სტუმრის სტატუსით ელჩის მიწვევით იმყოფება.

„ძალიან დიდი ბოდიში პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ. პოლიტიკაში აღარ ვარ და არ ვაკეთებ კომენტარებს. მოვედი საფრანგეთის ელჩთან სტუმრად,“-ამბობს კვირიკაშვილი.

დღის ამბები