25 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
"პირველი განცდა რაც გამიჩნდა, ველოდებოდი, პროკურატურას ჰქონდა თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით," - სალაძე აუდიო ჩანაწერების შესახებ საუბრობს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით სკანდალური აუდიოჩანაწერებისა და ფოტომასალის შესახებ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საუბრობს.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერში თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.

სულხან სალაძეს კითხვის ნიშნებს უჩენს ის ფაქტი, რომელიც სქემაში ერთ კონკრეტულ გრაფას ეხება. უფრო ზუსტად, სალაძეს აინტერესებს, რა არის და საიდან გაჩნდა ფონდი ანუ პარტია, სადაც 50%-იანი წილი უნდა წავიდეს. ​სალაძის თქმით, კითხვა უნდა დაისვას, საიდან მოდის ფონდი და რა დატვირთა აქვს მას.    

„არაფერი აქ განსაკუთრებული არ იყო, რომ არა ერთ კონკრეტული გრაფა, რომელიც აქ ჩნდება. ჩვეულებრივად, ბიზნესში შეიძლება გარკვეულწილად გადალაგება, გარკვეული კონტრაქტები შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ჩნდება მესამე გრაფა, თუ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი, ცხადია პირველი კითხვა უნდა დავსვათ, საიდან შემოდის ეს ფონდი და რა დატვირთვა აქვს ამ ფონდს და თუ ბიზნესის გადარჩენაზეა საუბარი, რას აკეთებს ეს ფონდი საერთოდ მთელს ამ პროცესში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძე ამბობს, რომ პირველი განცდა, რომელიც აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა, იყო ის, ჰქონდა თუ არა რაიმე რეაგირება პროკურატურას.

„ამ გადასახედიდან, პირველი განცდა რაც გამიჩნდა, ველოდებოდი,  პროკურატურას ჰქონდა თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც მე შემოსვლის წინ მე კიდევ გადავამოწმე, არაფერი სიახლე არ ყოფილა. ცხადია, ეს ჩანაწერი, თუ მის ავთენტურობაზე ვილაპარაკებთ და დადასტურებულად ვიტყვით, რომ ის არის ავთენტური, ცხადია ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინ რა ფორმით და რა როლს ასრულებდა მთელს ამ პროცესში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

დღის ამბები